მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს ახალ ტრენინგს:
"Google Earth (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა"
ტრენიგის მიზანია:
- ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებისას ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში;
- Google Earth-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით სასწავლო რესურსის მომზადება და მისი მახასიათებლების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო სთ და 5 არასაკონტაქტო სთ;
ტრენინგ კურსის ავტორი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენერ-კონსულტანტი: გიორგი ჩაჩუა.
ტრენინგი აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ 0.5 კრედიტქულას.
No comments:
Post a Comment